გამარჯობა

November 4, 2009

პირველი პოსტის დაწერა ყოველთვის საჩოთირო საქმეა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პირად ბლოგს არ ეხება :)

ჯეოსტარი 2009

ჯეოსტარის მაყურებლებს, გულშემატკივრებს, მონაწილეებს, მაგთის აბონენტებს, ლეიბორისტული პარტიის წევრებს, ტაქსის მძღოლებს, კარატისტებს, ჭოკითმხტომელებს, ყველა დანარჩენ ჩვეულებრივ ადამიანებს, უცხოპლანეტელებსა და ძველი მითოსის ღმერთებს — ყველას, ყველას მოგესალმებით შოთა ლეგაშვილის ფანკლუბის ბლოგზე :)

ბლოგზე ავსახავთ შოთას მოღვაწეობას მთელი ჯეოსტარის განმავლობაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველაზე მუსიკალურ, ყველაზე ადამიანურ და ყველაზე  სიმპათიურ მომღერალს :) ჩვენთან მუსიკა და სიყვარული ყველასთვის სამკარისია ;)


Follow

Get every new post delivered to your Inbox.